ხობში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება. როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ განუცხადა, ხობის ცენტრში მდებარე კინოთეატრ „თუთარჩელას“ შენობა-ნაგებობა აღდგება და იქ ახალი სპორტკომპლექსი მოეწყობა.
მისი ცნობით, რეაბილიტაცია დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება და დასრულებულ სახეს, 18 თვის შემდეგ, 2018 წელს მიიღებს.
გამგებლის თქმით, პროექტის პრეზენტაცია, რომლის ღირებულება 2 მლნ 500 000 ლარია, ხობში დღეს გაიმართა.
„ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - 2018 წელს სპორტკომპლექსის სრული რეაბილიტაცია დასრულდება. პროექტი უკვე გამზადებულია, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ამ პროექტის პრეზენტაცია გავმართეთ. ხობში მდებარე კინოთეატრ „თუთარჩელას“ შენობა-ნაგებობის აღდგენა მოხდება, ანუ ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი. ადრე ეს შენობა „ქართუ ფილმის“ საკუთრება იყო, შემდეგ გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, ამის მერე კი მოვითხოვეთ ჩვენ და გადავწყვიტეთ აქ სპორტული კომპლექსი გაგვეკეთებინა. პროექტით გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების, საუნას, სამედიცინო ოთახების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. ამ პროექტის განხორციელებაში გვეხმარება მუნიციპალური განვითარების ფონდი. აღსანიშნავია ასევე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ლევან შონიას მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

(გოჩა ქაჯაია – ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი)
გოჩა ქაჯაიას თქმით, ხობს სპორტული კომპლექსი არასდროს ჰქონია, ახალი პროექტის დაწყება კი ხობელებისთვის ახდენილი ოცნებაა.
„ხობს ასეთი ტიპის სპორტული კომპლექსი არასდროს ჰქონია და ხობელების ოცნებაც ეს იყო რომ სპორტკომპლექსი ჰქონოდათ. მე მათ შემიძლია ვუთხრა, რომ მათი ოცნება ასრულდება. ჩვენ ძალიან ბევრი სპორტსმენი გვყავს - სამი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს მხოლოდ მკალვჭიდში, ევროპის ჩემპიონები ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ხობი საერთოდ ძალიან სპორტულ ქალაქად ითვლება. ეს იყო ხობელების ოცნება და ფაქტობრივად, ახდა ეს ოცნება. დაახლოებით, ორ კვირაში დაიწყება სრული რეაბილიტაცია. პროექტი 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წელს დასრულდება“, - განუცხადა Guardian.ge-ს გოჩა ქაჯაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.