ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა, აგიტ მირზოევმა მოძრაობა„სახელმწიფო ხალხისათვის“ დატოვა.
როგორც მირზოევმა განაცხადა, მას შემდეგ რაც ბურჭულაძემ პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ და გიორგი ვაშაძის პარტია შეიერთა, ბევრმა ადამიანმა პარტიაში ფუნქცია დაკარგა და გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც ჩამოშორდა.
„ჩემთვის პაატა ბურჭულაძე იყო ერთგვარი გარანტი იმისა, რომ პროგრამით გაწერილი პრიორიტეტები შესრულდებოდა. სამწუხაროდ, ბლოკში პარტიის გაერთიანების შემდეგ ვხედავთ, რომ ინტერესი უმცირესობების საკითხებისადმი საერთოდ დღის წესრიგიდან ამოვარდა. ადამიანები, რომლებიც ვიყავით ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში, დღეს ამ პროცესებიდან ამოვვარდით. პაატამ ვერ უზრუნველყო უმცირესობების მონაწილეობა საკუთარ პარტიაშიც კი და ქვეყნის მასშტაბით რომ ამას ვერ მოახერხებს, ამაზე აღარაა ლაპარაკი. მე ამ პარტიაში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ. ვიდრე კოალიციას ჩამოვაყალიბებდით, ვიცოდით, რომ ჩვენ ვერთიანდებოდით ახალ პოლიტიკურ ძალაში, თუმცა შემდეგ მივიღეთ სურათი, რომ ბურჭულაძის პარტია არის საკმაოდ ძველი პოლიტიკური ძალის მქონე პარტიაში, რომლის წევრებიც წლების მანძილზე მართავდნენ ქვეყანას. ამიტომ, ჩემი პირადად, ასოცირება ბურჭულაძის პარტიასთან დღეიდან აღარ მინდა რომ ხდებოდეს“, – განაცხადა აგიტ მირზოევმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.