თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან ერთად, ფონიჭალაში განახლებული ახალგაზრდული ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ცენტრი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დაგეგმონ და სწორად მართონ თავისუფალი დროის ნაწილი, არაფორმალური განათლება მიიღონ სხვადასხვა სფეროში.
ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული მიმართულება. ცენტრი, პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მუსიკა, ფერწერა, გრაფიკა, IT-ინჟინერია და გრაფიკული პროგრამები უფასოდ შეისწავლონ.
დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ცენტრის გახსნით, თბილისის მერმა შეასრულა ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება, რაც ფონიჭალის მოსახლეობისთვის ჰქონდა მიცემული.
„ახალგაზრდული ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით, შეისწავლონ პროგრამირებასთან დაკავშირებული რამდენიმე მიმართულება და თავად შეძლონ საკუთარი უბნის განვითარების პროექტების მომზადება. ცენტრში არის შეხვედრების ოთახი, საინფორმაციო სივრცე, სადაც ძალიან ბევრი აქტივობის შესაძლებლობა იქნება. დაინტერესებული პირების რეგისტრაცია მალე დაიწყება და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მომზადდება ის ძირითადი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ისინი გადამზადდებიან“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ცენტრის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყო, რითიც შენობის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა და თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. განახლებული სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.
ახალგაზრდული ცენტრი დღის განმვალობაში 100 ახალგაზრდას მოემსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.