პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკი "გირჩმა" დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე დღეს საღამოს 10 საათზე გადაცემა "არჩევანშია" მიწვეული, სადაც მისი მისვლა ბლოკის სხვა ლიდერებთან ერთად იყო დაგეგმილი, თუმცა გადაცემის წამყვანმა სულ რამდენიმე წუთის წინათ განაცხადა, რომ "გირჩმა" ბურჭულაძის ბლოკი დატოვა და მან ამ დრომდე არ იცის, თუ ვინ მიიღებს პაატა ბურჭულაძის გარდა მის გადაცემაში მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.