"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა განაცხადა, რომ "გირჩი" სიიდან ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. მან ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "გირჩი" ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ, ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძემ თქვა, რომ მას პრობლემა არ აქვს გიორგი ვაშაძესთან, თუმცა იგი ჯერ კიდევ ფიქრობს, დარჩეს თუ არა მის ბლოკში. ბურჭულაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ბლოკი ვაშაძემაც დატოვოს, თუმცა მას ვაშაძის მის გუნდში დარჩენა სურს.
ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ იგი არჩევნებში მონაწილეობას ყველა ვარიანტში მიიღებს და იქნება დამოუკიდებელი პარტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.