ხონში, სამხედრო დასახლებაში არსებული გმირთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს ისტორიაში. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს თარიღი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ჯვართამაღლებას ემთხვევა.დღევანდელი დღე ჩვენი გმირების უკვდავყოფის დღეც არის. ტკივილთან ერთად, ეს დღე არის ჩვენი იმედის, გაუტეხლობის. დიდი დრო გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ და შეგრძნება, რომელიც ამ დღეს თან ახლავს, დღესაც ისეთივე მძაფრია, როგორც 23 წლის წინ იყო. მჯერა , რომ არა თუ მომავალი, ჩვენი თაობაც მოესწრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.