პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი და ირმა ნადირაშვილი, ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებენ
28-09-2016, 00:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარების უწყებები ნუგზარ წიკლაურისა და აკაკი მინაშვილის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ სხვა წევრებს – პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს გაუგზავნა. ისინი სუს–ში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა წიკლაურის და მინაშვილის მსგავსად საგამოძიებო უწყებაში მისვლას არც მათი თანაპარტიელები აპირებენ და გამომძიებლებს მოუწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში თავად მივიდნენ.

 

 

„ის, რაც გავრცელდა, არის სრული მონაჩმახი. არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ წინ და უკან სიარულს სუს-ში, იმიტომ რომ ვართ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მობრძანდნენ ოფისში. სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ კითხვებზე პასუხი გავცეთ, მათ შორის ისეთ ბოდვაზეც კი, რომელიც გუშინ გავრცელდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ სპეციალურ განცხადება გაავრცელა.

 

 

“მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

 


მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ”, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

 

 

ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

 

 

"რევოლუციური სცენარი უნდა... გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ ბევრი ხალხის მობილიზება გვჭირდება... ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

პეტრე ცისკარიშვილი ამბობს: "აქ მოხდება კადაფი, უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მოტ...ან".

 

 

გიგი წერეთელი აცხადებს: "არჩევნები “რევოლუციურ ვითარებაში” უნდა ჩატარდეს".

 

 

აკაკი ბობოხიძე კი კარვების გაშლასა და ფინანსების დათვლის აუცილებლობაზე საუბრობს: "კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3-თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი, კარვებით... მე სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?!

 


მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ოდესის გუბერნატორი არ ეთანხმება.

 


„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში და დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი