ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა, აცხადებს, რომ მას ბურჭულაძე აშანტაჟებდა.
ჯაფარიძე ბურჭულაძის ბრალდებას, რომ "გირჩი" „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ მხრიდან ფინანსდება, უსაფუძვლოს უწოდებს.
„პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს. კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი „ფეისბუქსტატუსები“ დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. დღეს პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ სურდა „გირჩის“ წევრების სიიდან ამოღება. ჩემზე არ იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე ვიქნებოდი სიაში და შევიდოდი პარლამენტში. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, ეს იყო შანტაჟი, მას თანხა არა ბლოკისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თუმცა, ბლოკის დატოვების შესახებ, "გირჩისგან" განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს პაატა ბურჭულაძე.
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა, რომ “გირჩი” სიიდან თავად ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ, ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ და დაამატა, რომ იგი არჩევნებში მონაწილეობას ყველა ვარიანტში მიიღებს და იქნება დამოუკიდებელი პარტია.
საარჩევნო ბლოკიდან ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” "გირჩის" გასვლის თუ "გაშვების" შემდეგ, შესაძლოა ბლოკს კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" გამოაკლდეს. როგორც პაატა ბურჭულაძემ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა, მას პრობლემა არ აქვს გიორგი ვაშაძესთან, თუმცა იგი ჯერ კიდევ ფიქრობს, დარჩეს თუ არა მის ბლოკში. ბურჭულაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ბლოკი ვაშაძემაც დატოვოს, თუმცა მას ვაშაძის მის გუნდში დარჩენა სურს.
„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა. ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, დღეს, 18:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.