სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება ნომერ მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მისთვის გამზადებულია მისი გაბარიტებისთვის საკმაოდ ვიწრო, თუმცა მაინც კომფორტული საკანი ყოველგვარი ცოცხების და ყოველგვარი წამების გარეშე, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.
სუბარი ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი კრიმინალური იდეებით გაერთიანებული ბანდაა.
"მათ უამრავი სისხლიანი ქმედებები აქვთ გაკეთებული, ამიტომაც არის ამდენი ადამიანი ციხეში წასული მათი მხრიდან, ამიტომაც არის მათი ამდენი წევრი გაქცეული და ამიტომაც არის ამდენი სისხლის სამართლის საქმე აღძრული ყოფილ პრეზიდენტზე. ის რაც მოვისმინეთ, ახალი არაფერი იყო, უბრალოდ, ეს იყო დადასტურება იმის რაც აქამდეც ვიცოდით. არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია. აქამდეც მოგვისმენია, რომ ის ურეკავდა ”რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორს, რომ გვამები აუცილებლად უნდა ყოფილიყო, უნდა აღემართათ ბარიკადები თითქოს ვინმის შეჭმას აპირებდნენ ტელევიზიაში და ისინი აპირებდნენ ”რუსთავი 2” ყოფილიყო მთავარი იარაღი ამ დესტაბილიზაციის მოსაწყობად. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიასგან განსხვავებით ჟურნალისტები და ”რუსთავი 2-ზე” მომუშავე სხვა ადამიანები ასეთ პროვოკაციებს არ აყვებიან და არ წამოეგებიან. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის ადამიანები აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო გადატრიალებაში, კონსტიტუციურ წყობილების დამხობაში და ეს ადამიანები უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე გამოძიებასთან. ეს არის კიდევ უფრო მეტი დანაშაული.
ნაციონალურ მოძრაობას” აქვს რესურსი აღიაროს ის რასაც აპირებდა და ეს კრიმინალური დაჯგუფება დაიშალოს. სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება ნომერ მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მისთვის გამზადებულია მისი გაბარიტებისთვის საკმაოდ ვიწრო, თუმცა მაინც კომფორტული საკანი ყოველგვარი ცოცხების და ყოველგვარი წამების გარეშე. მან უნდა აგოს პასუხი მის მიერ დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულისთვის, თუმცა სააკაშვილი აქ ჩამომსვლელი არ არის. სააკაშვილი კარგად შეადარა მისმა მეუღლემ თხუნელას. სააკაშვილს ერთადერთი რისი გათხრაც შეუძლია - არის სამარე ”ნაციონალური მოძრაობისთვის”, - აღნიშნა სუბარმა რადიო "პალიტრას" გადაცემაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.