ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დანიელ მიტოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხი თავისი იდენტობით არის ევროპის ნაწილი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დანიელ მიტოვის თქმით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და მზად არის საკუთარი ქვეყნის გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.
მხარეები შეეხნენ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უსაფრთხოების საკითხებს და რეგიონულ პრობლემებს. რეგიონული უსაფრთხოების თემის განხილვისას, ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორობისა და მეკავშირეობის შესახებ“ ხელშეკრულებაზე გამახვილდა.
შეხვედრაზე, განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. აღინიშნა, რომ არსებულ საკითხებთან ერთად, მსოფლიო ლიდერებმა არ უნდა დაივიწყონ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საკითხი.
მხარეებმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. დანიელ მიტოვმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის უნდა გააქტიურდეს მთავრობათაშორისი სექტორული თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მცნიერება და კულტურა.
„საჭიროა მჭიდრო პირადი კონტაქტების დამყარება. ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის აღნიშნული სფეროების განვითარებას,“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თავისი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა, რისთვისაც ქართულმა დელეგაციამ მას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრამდე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ „ასელქსანდრ ნევსკის“ საკათედრო ტაძარი მოინახულა.
ქართველი კანონმდებლები ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს 27 თებერვალს დაასრულებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.