ნუგზარ ერგემლიძის განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა მისი სიაში ჩასმის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილისგან 800 ათასი ლარი აიღო
28-09-2016, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომღერალის, „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი წევრის, ნუგზარ ერგემლიძის განცხადებით, 2007 წელს, მისი „ლეიბორისტული პარტიის“ სიაში ჩასმის სანაცვლოდ შალვა ნათელაშვილმა 800 ათასი მიიღო.

 

 

როგორც ნუგზარ ერგემლიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, ნათელაშვილმა ეს თანხა ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან აიღო.

 

 

„ჩემს ზურგს უკან მოხდა გარიგება სააკაშვილსა და ნათელაშვილს შორის“,-აღნიშნა მან.

 

 

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაცია მას სიაში მყოფ სხვა ადამიანების შესახებაც აქვს.

 

 

კერძოდ კი ერგემლიძის ინფორმაციით, „ლეიბორისტულ პარტიაზე“ განაწყენდა გოდერძი ჩოხელიც, რომელიც თავდაპირველად სიის პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სიაში საერთოდ არ იყო.

 

 

"ჩემს ზურგს უკან მოხდა გარიგება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია ადამიანებისთვის. მე არ მომწონდა ეს. მართლაც მოხდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის. ეს ხალხი ყველა ნაწყენი დარჩა, მათ შორის გოდერძი ჩოხელიც, რომელიც თუ არ ვცდები, სიის პირველი ნომერი იყო და შემდეგ ახალ სიაში საერთოდ არ შეიყვანა", - განაცხადა ერგემლიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი