ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები განცხადებას აკეთებენ.
როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ბოლოდროინდელი მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც ივანიშვილი მის უახლოეს გარემოცვას შეხვდა და პირდაპირ მოსთხოვა, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, 8 ოქტომებრს, იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს.
"მინდა სუს–ს მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ნათელს მოჰფენს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რაც გამოიხატება ივანიშვლის არაფორმალური მმართველობის ისტერიული ხასიათის აშლილობაში, რაც ასევე გამოიხატება ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალჩინოსნების მიერ უსიტყვოდ შესრულებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ, გუშინწინ. კერძოდ, ვგულისხმობ შემდეგს - რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. მან პირდაპირ და გადაჭრით მოსთხოვა შემდეგი, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს, იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ გუშინ და გუშინწინ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა დარგი უკან დაწია და წინსვლა ვერც ერთ სფეროში ვერ განახორციელა, მისი ქვეყნის დატოვება არჩევნების შემდეგ არის ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისათვის", - განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.