„ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაჭერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის“,-განაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ვერც 40 მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას, რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება.
„მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გამოაჩინა „თავისუფალი ზონის“ „დავერბოვკებული“ წევრი, რომელმაც თქვა ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა, ამის მერე გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად, რა თქმა უნდა, ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაწერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის.
ვერც 40-მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას, რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება. ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არც ერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია, განსხვავებით ჩვენი მთავრობისგან, რომელსაც ყველა მხრიდან საბოტაჟს უწყობდნენ და მაინც ამდენი შევძელით, ამათ სრული ხელშეწყობა ჰქონდათ და კი ხედავთ შედეგებს. ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს, უკვე რამდენიმე ჩვენს კანდიდატს შესთავაზეს ფული კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი ვეღარ იხსნის მას გარდაუვალი მარცხისგან“,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ინტერნეტში, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.