ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
28-09-2016, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დაბა ჩაქვში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობა გახსნა.

 

 

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაბა ჩაქვის ქვეგანყოფილების ახალი, ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

 

 

შს მინისტრმა ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა. შენობაში 14 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.

 

 

„მჯერა, რომ ახალი, კეთილმოწყობილი შენობა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ, ურთულეს მოვალეობებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

უწყების ცნობით, შს სამინისტროს მიერ, 2015 წლის იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 21 შენობა. გარდა ამისა, აშენდა 5 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომლებიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.

 

 

ახლო მომავალში კიდევ 2 ახალაშენებული და 1 რეაბილიტირებული შენობა გაიხსნება. 2017 წლისთვის კი დაგეგმილია 12 ახალი შენობის აშენება და 4-ის რეაბილიტაცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი