კახა კახიშვილი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე: თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება, აღვასრულებთ, მით უმეტეს, რომ ციხეებში გადატვირთულობის პრობლემები აღარ არის
28-09-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, გუშინ გავრცელებულ საუბარში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

 

 

კახიშვილის თქმით, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდება არის ის, რომ ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით.

 

 

"რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერტიზები დანიშნა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ეს არის ის, როგორ ვუყურებ წმინდა სამართლებრივად ამ საკითხს. ზოგადად საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე ექსპერტის დასკვნა იძლევა”, - განაცხადა კახიშვილმა.

 

 

კითხვაზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შემთხვევაში, რამდენად მზადაა სასჯელაღსრულების სამინისტრო, კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის სასჯელის აღსრულების სამინისტრო, "შესაბამისად, თუ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩვენ მას აღვასრულებთ”.

 

 

"მით უმეტეს, რომ ციხეებში გადატვირთულობის პრობლემები აღარ არის, ასე რომ ამ კუთხით პრობლემებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კახიშვილმა.

 

 

ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

 

 

"რევოლუციური სცენარი უნდა... გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ ბევრი ხალხის მობილიზება გვჭირდება... ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

პეტრე ცისკარიშვილი ამბობს: "აქ მოხდება კადაფი, უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მოტ...ან".

 

 

გიგი წერეთელი აცხადებს: "არჩევნები “რევოლუციურ ვითარებაში” უნდა ჩატარდეს".

 

 

აკაკი ბობოხიძე კი კარვების გაშლასა და ფინანსების დათვლის აუცილებლობაზე საუბრობს: "კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3-თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი, კარვებით... მე სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?!

 


მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ოდესის გუბერნატორი არ ეთანხმება.

 


„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში და დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი