გია ლორთქიფანიძე: 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურებრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში
28-09-2016, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს სამსახურებრივ შვებულებას აიღებს და საქართველოში ჩამოვა.

 

 

ამის შესახებ გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა წაიკითხა.

 

 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გია ლორთქიფანიძე მზადაა, გამოცხადდეს, როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში.

 

 

„ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერმე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს, მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინარე, მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე... 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურებრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში", - ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორები ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ იმ გარემოების გამო, რომ გია ლორთქიფანიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვაში იმყოფება.    

 

 

პროკურატურა გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი