საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ეროვნული ბანკის“ მხრიდან ლარის კურსის შესანარჩუნებლად განხორციელებული 40 000 000 დოლარის ინტერვენციის საკითხს გამეხმაურა და თქვა, რომ პატივს სცემს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი იღებს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და ის არის ინფლაციის დონეზე და მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი.
„ამიტომ მე სრულად პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი იღებს. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სავაჭრო ბალანსში ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ წნეხი ეროვნულ ვალუტაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, რა თქმა უნდა ბაზარს მოთხოვნა მიწოდება არეგულირებს. რაღაც მომენტში ბაზარზე მოთხოვნა უფრო მეტია, რაღაც მომენტებში მიწოდება ჭარბობს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსი არჩევნების შემდეგაც სტაბილური იქნება.
„როდესაც დიდი გარიგებები ხდება, როდესაც იყიდება კომპანიები, როდესაც ხდება ახალი ინვესტორების შემოსვლა და ა.შ. და რა თქმა უნდა თუ ეროვნულ ბანკს ასეთი ინფორმაცია გააჩნია, ისინი იღებენ ამაში მონაწილეობას და გადაწყვეტილებას. ამიტომ, მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, თუმცა ის იქნება სტაბილური.“ -განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.