დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. როგორც ადვოკატებმა დღეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განმარტეს, არავითარი საფუძველი ოდესის პოლიციის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, არ არსებობს.
როგორც ლორთქიფანიძის ინტერესების დამცველები აცხადებენ, გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობდა და მასთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ, ვიდრე მან საქართველო არ დატოვა.
ადვოკატებმა სასამართლოს ლორთქიფანიძის საქართველოში ჩამოსვლის მტკიცებულებად საქართველოს მიმართულებით 15 ოქტომბრისთვის ნაყიდი ავიაბილეთიც წარუდგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს სამსახურებრივ შვებულებას აიღებს და საქართველოში ჩამოვა.
ამის შესახებ გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.
„ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერმე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს, მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინარე, მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე... 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურებრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში", - ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.
პროკურატურა გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.