თინა ხიდაშელის განცხადებით, 28 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
26-02-2015, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, შაბათს, 28 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომის ჩატარების დრო კი პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაზუსტდება.

 


ხიდაშელის შეფასებით, შაბათის რიგგარეშე სხდომა აბსურდი და ცირკი იქნება, მაგრამ მისივე თქმით, სხდომა გაიმართება, რადგან პატივს სცემენ კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნას.

 


"რიგგარეშე სხდომის გამართვის საკითხი გადაწყვეტილების მიღებას არ ექვემდებარება, რადგან ჩვენ კონსტიტუცია პირდაპირ გვავალდებულებს, რომ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს. ხვალისთვის შეკრება ძალიან რთული იქნება, ამიტომ გადაწყდა, რომ სხდომა შაბათს ჩატარდება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

 


მთავრობის წევრები რიგგარეშე სხდომას სავარაუდოდ არ დაესწრებიან, რადგან როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" წერილობით მოთხოვნაში მთავრობის მოწვევის საკითხს არ სვამს, ხოლო კანონის თანახმად, რიგგარეშე სხდომა წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით უნდა იყოს მოწვეული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი