"დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია დესტაბილიზაციის იმ გეგმაზე, რომელიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
"იყო კონსტრუქციული საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი ექსცესი, ყოველგვარი დესტაბილიზაცია და არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში", - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.