„ჰეროკრატიის“ რეიტინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“,-განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებტან საუბრისას.
მისი თქმით, Myvideo.ge-ზე ერთ სერიას 140 000 მაყურებელი ყავს, სხვა საიტებზე 43, 56 ათასი.
„იმედის“ და GDS-ის ყურებადობა აიწია. ამ თვალსაზრისით ყველაფერს გადააჭარბა შედეგმა. ყურებადობა არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა ხაინდრავამ და დასძინა, რომ მისი ნამუშევარი მაღალი ხარისხის კინემატოგრაფიული ნამუშევარია.
მან ასევე, აღნიშნა, რომ „ეს არის უნიკალური პროექტი“.
„ფილმში არის ძალიან მაღალი დონის საშემსრულებლო ოსტატობა. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ პრაქტიკულად 80% მსახიობების არიან რეგიონალური თეატრებიდან. ისეთი სახეები შექმნეს ამ მსახიობებმა, რომ მაყურებლის ნაწილს ჰგონია, რომ ეს რეალურია. ვისაც ხედავთ ფილმში, ყველა არის მსახიობი. ეს არის უნიკალური პროექტი. ასეთი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. ლენინს აქვს ნათქვამი, რომ ჩვენთვის ყველაზე მეტი ხელოვნება არის კინო, რადგან ესმოდა რა გავლენა შეიძლება იქონიოს საზოგადოებაზე კინომ. დიდი ნაწილი მსოფლიოსი კინოილუზიებით ცხოვრობს, რომ გონიათ რასაც უყურებენ რეალურია ცხოვრებაში. ამ მიმართულებით ეს ფილმი აბსოლუტურად რეკორდსმენია“,-განაცხადა მან.
ხაიდნრავას თქმითვე, კრიტიკის მხრივ ეს ჟანრი ძალიან მოისუსტებს საქართველოში.
არცერთი პროფესიონალური შეფასება არ ყოფილა. კრიტიკის მხრივ ეს ჟანრი ძალიან მოისუსტებს საქართველოში. მე ძალიან მჭირდება პროფესიონალი კრიტიკოსი. არაფერია უშეცდომო და არის შეცდომებიც, არის მომენტები, რომელიც მეტ-ნაკლებად კრიტიკას იმსახურებს. კარგი იქნებოდა გამეგო კრიტიკა, რადგან მომავალში მეცოდინება რა უნდა გავაკეთო“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.