პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი ბათიაშვილი ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
როგორც ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს გათვლა აქვს სროლაზე და არა კარვების დადგმაზე.
მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ, რეგიონებში შეიარაღება გადამალა.
”ეს იარაღი ადგილზეა. გაკეთებულია სამალავები. ლაპარაკია დიდი ოდენობით იარაღზე. ერთ-ერთი სამალავი ლუგელაში აღმოაჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სამალავების უმეტესი ნაწილი კი არა, თითქმის არც ერთი სამალავი დღემდე გამოვლენილი და აღმოჩენილი არ არის. გარდა ამისა, ლაპარაკია გარკვეულ მრავალრიცხოვან ჯგუფებზე, რომელიც თავის დროზე მათი უშიშროების, ძალოვანი სტრუქტურების აღრიცხვაზე იყო და ფულსაც უხდიდნენ. ასევე, საუბარია არა მხოლოდ ადგილობრივ ჯგუფებზე, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
ჩემი ინფორმაციით, ისინი საკმაო რაოდენობით საქართველოში უკვე შემოსული არიან - ეს ხალხი უკვე აქ არიან. ესენი გამოცდილი მებრძოლები არიან და ბევრი მათგანი ვიცი, რა მებრძოლებიც არიან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა თვლის, რომ მათ საკმაო დასაყრდენი და მხარდამჭერები ჰყავთ ძალოვან სტრუქტურებში - განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ შორის უშიშროებაში. მათ შექმნილი აქვთ სტრუქტურები ყოფილი პოლიციელებისგან, ყოფილი ძალოვანებისგან, რომლებიც ყოვედღიურად ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისინი კოორდინაციაში არიან ძალოვან სტრუქტურებთან და მათთან ინფორმაცია მიდის წყალივით. თავიანთთან ხალხი ფარულადაც ჰყავთ გაწევრიანებული და უბრალოდ იმედი აქვთ, რომ უკეთესს შემთხვევაში, ეს ხალხი კრიტიკულ სიტუაციაში არაფერს გააკეთებს”, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ბათიაშვილის თქმით, ინტერნეტით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან რევოლუციის მოწყობის სცენარს განიხილავს, თავად სააკაშვილის მიერ არის ”შემოგდებული”.
”რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ემყარება ინფორმაციასაც და ემყარება ანალიზსაც. მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს უშიშროებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, ჩარხს უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს. ეს არის სააკაშვილის ილუზია, მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე მაინცა და მაინც სროლამდე?!”, - აღნიშნა ბათიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.