გიორგი ვოლსკი: "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა გეგმა ჩაეშალა, დარჩა ერთი - რევოლუციის პროექტი
28-09-2016, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების " წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების პროცესშია.

 

 

როგორც ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზადდება ის, რაც აწყობს "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მხარდამჭერებს.

 

 

”ნაციონალურ მოძრაობას” ეგონა, რომ დასავლეთი დაგვტუქსავდა და ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა იმის გამო, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდელობებს, არ მომხდარიყო ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა, ხელი შეშლოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, მომხდარიყო ნატო-ს სამიტზე ჩვენი დატუქსვა, ევროპარლამენტისა და საქართველო-ევრონესტის ფორმატში 17 შესწორება შეიტანეს, რომელთაგან კიდევ კარგი, არც ერთი არ გავიდა. ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის დარაზმვა, რუსეთთან მოლაპარაკებების ჩაშლა და მასთან ისედაც მწვავე და მტკივნეული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება, ესეც ხუნტას გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. ყველა ეს გეგმა ჩაიშალა და დარჩა ერთი - რევოლუციის პროექტი.

 

 

საზოგადოებას აინტერესებს, მათ შორის შემხვდა ”ნაციონალური მოძრაობის” ძალიან ბევრი მხარდამჭერი - არის კითხვები, ზოგი სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ რეალურად კაციშვილი არ მეგულება, გარდა ერთი პატარა მარგინალური ჯგუფისა, რომელსაც საქართველოში იმის მოხდენა უნდოდეს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს”, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი