თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
28-09-2016, 06:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ძალაში დატოვა.

 

 

როგორც მოსამართლემ განმარტა, მამუკა ახვლედიანი გადააყენეს თავმჯდომარის თანამდებობიდან და არა მოსამართლის თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, საბჭოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს ბათილად ცნობილი.

 

 

ჯერჯერობით უცნობია მამუკა ახვლედიანის პოზიცია, გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

 

 

მამუკა ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

 

 

„პირის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში უნდა გამოყენებული იყოს დისციპლინური დევნის შესახებ კანონმდებლობა და არა კონკრეტული თანამდებობიდან გადაყენება“,-აღნიშნა ადვოკატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი