ისანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
28-09-2016, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონში, ახალაშენებულ №37 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. ონაშვილის ქუჩის №1-ში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა.

 


დავით ნარმანიამ პატარებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლადგახსნილი ბაღი სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

 


„დღეს მორიგი ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით, რითაც 500-მდე ბავშვი გავახარეთ. რაც მთავარია, უბანში მთლიანად მოგვარდა პრობლემა, რომელიც ამ ადგილზე ბაღის დახურვის შემდეგ, წლების განმავლობაში, აქტუალური იყო. ამ ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ აქ მცხოვრები არცერთი ბავშვი ბაღის გარეშე არ დარჩება. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ პატარები ღირსეულად, ყველა წესის დაცვით აღიზარდონ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, №37 ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ორსართულიანი ბაგა-ბაღი წინა წლებში დახურული ბაღის ადგილზე აშენდა.

 


2300 კვ.მ-ზე განთავსებული საბავშვო ბაგა-ბაღი სკოლამდელი განათლებით 480 ბავშვს უზრუნველყოფს. ბაღში შექმნილია აღსაზრდელთა 12, მათ შორის, 3 ბაგას ჯგუფი. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

 


მიმდინარე წელს, აღნიშნული ბაღის ჩათვლით, თბილისს 6 ახალი ბაღი შეემატა. კიდევ ერთი საბავშვო ბაღი, დედაქალაქში, ოქტომბერში გაიხსნება. ამასთან, შემოდგომაზე 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი