დავით ნარმანია: ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი აშენდება
28-09-2016, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას, რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 


„ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს შევპირდით ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ახლა უკვე, პრაქტიკულად, რეალიზაციის პროცესშია. მომზადდა პროექტი და მისი ტექნიკური ნაწილი, შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ზემო და ქვემო ფონიჭალა ერთმანეთს დაუკავშირდება. პროექტი მოსახლეობას მისცემს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაადგილდნენ, მაშინ როცა, ადრე ექვსი ან შვიდი კილომეტრის გავლა უწევდათ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


თბილისის მერიის ცნობით, პროექტი, რომელიც კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მომზადდა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელ 5 კილომეტრიან გზას 500 მეტრამდე შეამცირებს. მოეწყობა საავტომობილო და საფეხმავლო გასასვლელები.

 


მშენებლობისთვის შერჩეულია ოპტიმალური ადგილმდებარეობა - გზაგამტარი უკვე არსებულ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ხოლო ღოღობერიძის ქუჩის სანიაღვრე ქსელი ქვემო ფონიჭალაში მდებარე ცენტრალურ კოლექტორს მიუერთდება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მლნ-მდე ლარს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი