კახა კალაძე: "ნაციონალური მოძრაობა" ტელევიზიის საშუალებით შეეცდება თქვას რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი გუნდის გამარჯვება არის გარდაუვალი
28-09-2016, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ინტერნეტში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს განცხადებები "გაკოტრებული პოლიტიკური ლიდერების" მიერ იყო გაკეთებული.

 

 

"გამოძიება უნდა ჩატარდეს. დაიწყოს, დადგინდეს ავთენტურობა, თუმცა ოპონენტებიდან გარკვეულ ლიდერს უკვე ავთენტურობაც დადგენილი აქვთ, ექსპერტობაც შეთავსებული. ეს არის ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. აქ არის საუბარი გადატრიალების შესახებ, აქ არის საუბარი კონკრეტული ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის შესახებ, რაც ძალიან მძიმეა - "რუსთავი 2"-ს იყენებენ იარაღად თავიანთი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად.

 

 

რაც შეეხება შინაარსს, ეგიტპოლზე იყო საუბარი, "რუსთავი 2" გააკეთებს ისეთი კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც იქნება გაყალბებული, რომელსაც ატარებს თარხნიშვილი და მისი ცოლი. ეს ადამიანები ცნობილნი არიან როგორც გამყალბებლები, კვლევაში იქნება მოცემული პარტიების რეიტინგები, სადაც ალბათ "ნაციობალური მოძრაობა" გაუსწრებს "ქართულ ოცნებას" ან შეიძლება ცოტათი "ქართულმა ოცნებამ" გაუსწროს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ. შემდეგ, არჩევნების დღეს ეგზიტპოლები იქნება და რეალური შედეგი, რაც დაიდება, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით იმ განწყობებით და იმ დამოკიდებულებით, რაც საზოგადოებაში არის, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს და ჩვენი გუნდის გამარჯვება არის გარდაუვალი. ისინი ტელევიზიის საშუალებით ეცდებიან თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს არის სრული სურათი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი