გია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც არც იურისპრუდენცია იცის, არც ეკონომიკა ესმის და არც პოლიტიკა, უცებ ამათი უფროსი გახდა
28-09-2016, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე არ მომწონს არც „გირჩი“ და არც პაატა ბურჭულაძე. პაატა ბურჭულაძემ ჩემი სკოლა დაამთავრა, ორი კლასით წინ იყო. ბავშვობაშიც ისეთი მსუბუქი, თუმცა მაშინ უფრო საყვარელი ადამიანი იყო“,-განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისი თქმითვე, ახლა როგორც კი პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, თითქოს თავის გარემოში არ არის და რაღაც დავალებით მოქმედებს.

 

 

„კარგი იმიჯი რაც ჰქონდა, როგორც საქართველოს სახელის გამტან ადამიანს, უცბად, ორ დღეში დაკარგა და გახდა პოლიტიკოსი, რომელიც ჭორაობს, აჭარტალებს ენას, ლაპარაკობს ისეთ საკითხებზე, რაც თითქოს მისი არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ბუნებრივ პროცესად მიაჩნია საარჩევნო გაერთიანებაში ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” მომხდარი დაპირისპირება.

 

 

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გირჩი“, გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში შეიჭრნენ, მაგრამ მათ ქარიზმატული ლიდერი აკლდათ. ეს ვერც ერთმა ვერ გაქაჩა. პაატა ბურჭულაძემ ერთი პერიოდი რეიტინგი აწია, რადგან არის ის, რომ თვალი ჭამს და თვალი სვამს. ის ერთ დღეში მათ ლიდერად მოგვევლინა ისე, რომ თავისიანებსაც არაფერი ჰკითხა. იმათაც თავიანთი ამბიციები აქვთ, თუნდაც გიორგი ვაშაძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა მის პოლიტიკურ იერარქიის ადგილზე იყო მსჯელობა. ზურაბ ჯაფარიძესაც თავისი რეიტინგი ჰქონდა - ჰგონია, რომ დიდი პოლიტიკოსი და ეკონომისტია, პავლე კუბლაშვილი მსოფლიოში ყველაზე დიდი იურისტია, ხოლო პაატა, რომელმაც არც იურისპრუდენცია იცის, არც ეკონომიკა ესმის და არც პოლიტიკა, უცებ ამათი უფროსი გახდა. რა საკვირველია, ეს შიგნით დაპირისპირებას გამოიწვევდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, „გირჩმა“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.   

 

 

თუმცა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ „გირჩი“ სიიდან თავად ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და არც ბიძინა ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.   

 

 

საარჩევნო ბლოკიდან „გირჩის“ გასვლის თუ „გაშვების“ შემდეგ, შესაძლოა, ბლოკს კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ გამოაკლდეს. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მას პრობლემა არ აქვს გიორგი ვაშაძესთან, თუმცა, იგი ჯერ კიდევ ფიქრობს, დარჩეს თუ არა მის ბლოკში. ბურჭულაძემ არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, ბლოკი ვაშაძემაც დატოვოს, თუმცა მას ვაშაძის მის გუნდში დარჩენა სურს.    

 

 

„ახალი მემარჯვენეები“ კი საარჩევნო ბლოკის დატოვებას არ აპირებს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით,  არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.    

 

 

„გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გაერთიანდნენ. მოგვიანებით კი, 4 სექტემბერს, ბლოკს პარტია „რეფორმატორებიც“ შეუერთდა.    

 

 

აღნიშნული პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია ასეულობით წევრმა დატოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი