შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ. და 1987 წელს დაბადებული გ.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ამავე ფაქტზე ბრალი ასევე წარედგინათ 1987 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ჯ.-სა და 1988 წელს დაბადებულ მ.ო.-ს, რომელიც ამჟამად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.