ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ფედერიკა მოგერინის შეხვდა
26-02-2015, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელება, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.

 


პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს და საქართველო რიგის სამიტზე გახდეს წარმატების მაგალითი.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს და ის შეუქცევადია.

 


პრემიერთან საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი