პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკიდან "გირჩის" გასვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ თქვა, რომ მისთვის ამ პარტიების ერთობა უფრო უცნაური იყო, ვიდრე მათი დაშლა.
"ყველაზე მეტად ამ ორი პარტიის გაერთიანება გამიკვირდა. ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტია, განსხვავებული მხარდამჭერებით აბსოლუტურად. ზურაბ ჯაფარძემ განაცხადა, რომ მათი იდეოლოგია და პრინციპები მათთვის არის პრინციპულად მნიშშვნელოვანი, მე ამას მივესალმები და ზოგადად თანამედროვე ქართული პოლიტიკა გადავიდა ახალ თანამედროვე საფეხურზე და ბრძოლა აღარ არის მხოლოდ სკამებზე, აქ მნიშვნელოვანია იდეები, პოზიციები, მსოფლმხედველობა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.