„ვფიქრობ, რომ გუნდს, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, კონკრეტული გეგმა, ხედვა და სტრატეგია აქვს, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა“,-განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დარჩენის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ბლოკში მისთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო და ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი სჭირდებოდა.
„ჩემთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო. მჭირდებოდა გავლა სხვადასხვა თემის, საუბარი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბლოკში. ჩემთვის ერთი რამ არის მთავარი - დღეს ვარ აქ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთიანობა და ერთიანი ძალებით ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში იყოს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება.
„დღის მანძილზე გვქონდა საუბარი ამ თემებზე და მივიღე გადაწყვეტილება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბლოკის სახით ამ არჩევნებში და ვაპირებთ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ“, - აღნიშნა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის მოძრაობა „ახალი საქართველო“ საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რჩება. ამ გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ვაშაძემ და პაატა ბურჭულაძემ დღეს, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. ბრიფინგამდე ვაშაძესა და ბურჭულაძეს შორის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში კონსულტაციებიც გაიმართა.
საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, „გირჩმა“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თუმცა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ „გირჩი“ სიიდან თავად ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და არც ბიძინა ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.
„ახალი მემარჯვენეები“ კი საარჩევნო ბლოკის დატოვებას არ აპირებს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გაერთიანდნენ. მოგვიანებით კი, 4 სექტემბერს, ბლოკს პარტია „რეფორმატორებიც“ შეუერთდა.
აღნიშნული პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია ასეულობით წევრმა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.