„მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ჭორაობაზე დავიწყო საუბარი და კინკლაობა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის თანხები მოდიოდა მთლიანად ბიძინა ივანიშვილისგან“,-განაცხადა მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „გირჩზე“ საუბრისას.
მისი თქმით, ივანიშვილის ფინანსების გარდა იყო მთელი სქემა და თამაში, რაც მისი პარტიის გარშემო უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დროულად გაიშიფრა.
„მეტსაც გეტყვით, თანხების გარდა იქ იყო მთელი სქემა და თამაში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენს გარშემო ჩატარებულიყო ყველაფერი, რომელიც დროულად გაიშიფრა. ძალიან დროული იყო ჩემი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბურჭულაძემ და დასძინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
გიორგი ვაშაძის მოძრაობა „ახალი საქართველო“ საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რჩება. ამ გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ვაშაძემ და პაატა ბურჭულაძემ დღეს, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. ბრიფინგამდე ვაშაძესა და ბურჭულაძეს შორის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში კონსულტაციებიც გაიმართა.
საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, „გირჩმა“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თუმცა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ „გირჩი“ სიიდან თავად ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და არც ბიძინა ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.
„ახალი მემარჯვენეები“ კი საარჩევნო ბლოკის დატოვებას არ აპირებს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გაერთიანდნენ. მოგვიანებით კი, 4 სექტემბერს, ბლოკს პარტია „რეფორმატორებიც“ შეუერთდა.
აღნიშნული პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია ასეულობით წევრმა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.