"რთველი 2016"-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 89 ათასი ტონა ყურძენი
28-09-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რთველი 2016-ის ფარგლებში ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რთველის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად და ორგანიზებულად გრძელდება. 28 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია 89 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 50,6 ათასი ტონა რქაწითელი, 33,6 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

 

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 30 ათასი ტონა, თელავი - 22,5 ათასი ტონა, ყვარელი - 20,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 2,7 ათასი ტონა, ახმეტა - 2,5 ათასი ტონა, საგარეჯო - 2,4 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა.

 

 

კვლავ სრული დატვირთვით მუშაობენ ღვინის საწარმოები - 27 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 5 425 ტონა შეადგინა.

 

 

28 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 54 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი