გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს იწყებს - სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრო მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით.
„სააგენტოს სპეციალისტები თბილისის სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.
სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან და სამუშაოებს თბილისის 50-მდე წერტილში განახორციელებენ.
სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.
ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევები მომავალში რეგიონებსაც მოიცავს.
უახლოესი 5 დღის განრიგი:
28 სექტემბერი
• აეროპორტის დასახლება
• ისთ პოინტთან
•მეტრო სადგური 300 არაგველი
• მეტროს სადგურ „ვარკეთილთან“
• მოსკოვის გამზირი
29 სექტემბერი
• ფონიჭალის დასახლება
• მეტროს სადგურ „300 არაგველთან“
• მეტროს სადგურ „ავლაბართან“
• ორთაჭალის ავტოსადგური
• აბანოთუბანი
• ლეღვთახევი
30 სექტემბერი
• პარლამენტის შენობასთან
• 51-ე სკოლასთან
• კოსტავას ქუჩა
• ვაჟა-ფშაველას გამზირი
• გამსახურდიას გამზირი
• არაყიშვილის ქუჩა
• მდ.ვერე
1-ლი ოქტომბერი
• ნუცუბიძის პლატო
• ვაშლიჯვარი
• დიდი დიღომი
• ავტოსადგურ „ოკრიბასთან“
• დიღმის მასივი
2 ოქტომბერი
• მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“
• მეტროს სადგურ „სადგურის მოედანთან“
• მეტროს სადგურ „ნაძალადევთან“
• მეტროს სადგურ „სარაჯიშვილთან“
• მეტროს სადგურ „ახმეტელთან“
• მდ.გლდანისხევი“,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.