Golden Tulip-ის მენეჯმენტით საქართველოში 5 ახალი სასტუმრო გაიხსნება
28-09-2016, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

Golden Tulip-ის მენეჯმენტით, საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში.

 

 

ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Louvre Hotels Group-ის რეგიონულ პრეზიდენტის ამინ მოუკარზელის შეხვედრისას, რომელიც ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას“ პრეზენტაციისას შედგა.

 

 

შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის Golden Tulip-ის ფუნქციონირების დაწყებას.

 

 

მისი განცხადებით, ინფორმაცია ბორჯომის სასტუმრო „ფირუზას“ შესახებ გავრცელდება საერთაშორისო სასტუმროების აღნიშნული ქსელის 5 000-მდე სასტუმროში, ასევე Golden Tulip-ის ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მოხვდება საქართველო და ბორჯომი.

 

 

„ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს საერთაშორისო პრომოციისთვის და უცხოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

2016 წელს „ფირუზას“ მფლობელმა კომპანიამ „ვორლდფაუნდ იუნივერსალ“-მა გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სასტუმროების ქსელთან Golden Tulip.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, Golden Tulip-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი“ მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში ხოლო მე-2-ე ადგილზე ევროპის მასშტაბით. უშუალოდ Golden Tulip-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში.

 

 

Louvre Hotels Group-ში ასევე შედის ისეთი ცნობილი სასტუმროების ქსელები, როგორიცაა Première Classe, Campanile, Kyriad, Kyriad Prestige, Tulip Inn, Royal Tulip.

 

 

Golden Tulip-ის ბრენდით მომდევნო სასტუმრო თელავში, ყოფილ „ინტურისტში“ გაიხსნება. კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალი“ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. თელავში 150 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი