40-წლიანი უწყლობის შემდეგ საგარეჯოს სოფელი უდაბნო 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
28-09-2016, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

40-წლიანი უწყლობის შემდეგ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ უდაბნოს მოსახლეობა 24-საათიანი, უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

პროექტის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

მინისტრმა, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  წარმომადგენლებთან ერთად, ახლად აშენებული ობიექტები დაათვალიერა და უდაბნოს მოსახლეობას პროექტის დასრულება მიულოცა.   

 

 

სტუმრებმა,  მოსახლეობასთან ერთად სიმბოლურად დააგემოვნეს სასმელი წყალი. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობდნენ. 

 

 

„უდაბნოს ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას კილომეტრების გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის განხორციელების შედეგად, უდაბნოში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა და 1 000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი უწყვეტი, სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს“,-აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი