საქართველოს რეგიონებში მანდატურის სამსახური ფართოვდება
28-09-2016, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის რაიონის სოფლების რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ.

 

 

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

 

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, მანდატურის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ მეიფარიანმა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდატურები პირადად წარუდგინეს სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლას.

 

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია ნასროს (NASRO) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი და ამერიკელი ინსტრუქტორები.

 

 

შერჩეული კანდიდატები ადგილობრივი კადრებიდან შეირჩნენ და მათ მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, 1 275-ზე მეტი მანდატური 444 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, ისინი ასევე ხელს უწყობენ სკოლებში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი