საქალაქო სასამართლო გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს
28-09-2016, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

”2016 წლის 28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ე.წ 26 მაისის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ და აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულ იქნა დაპატიმრება. რაც შეეხება ბრალდებულებს დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილს, პროკურატურამ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით მომართა და ხუთივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 ნოემბერს 11:00 საათზე.

 


წარდგენილი ბრალდების თანახმად, დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, ლევან ქარდავას, გიორგი ლორთქიფანიძესა და რევაზ შიუკაშვილს ბრალად ედებათ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.

 


საქმე ეხება, 2011 წლის 25 მაისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას. იმ მოტივით რომ 26 მაისს, იმავე ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, იმჟამინდელმა შსს მინისტრმა ივანე მერაბიშვლმა გასცა ბრძანება მიტინგის ვადის გასვლის შემდგომ მომიტინგეთა მასობრივი დაკავებისა და ამ მიზნით, რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვის შესახებ. მომიტინგეთა მასობრივი და განურჩეველი დაკავებების უზრუნველყოფა დაევალა შს მინისტრის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს, ხოლო დაგეგმილ ღონისძიებებს კოორდინაციას უწევდნენ „კუდ“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. დავით ახალაიამ კი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ პირადად გასცა სიტყვიერი ბრძანება, განურჩევლად დაეკავებინათ ყველა მომიტინგე, რისთვისაც მათ ფულად პრემიებს შეჰპირდა.

 


აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე არ იმყოფება საქართველოში და იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი მხრიდან საქმეზე დაკითხულ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხის არსებობა და მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 48 საათში”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი