დავით ნარმანია: მერიას სატრანსპორტო სფეროში ორი ძირითადი გამოწვევა აქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება
28-09-2016, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პირველ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს დაესწრო.

 

 

ფორუმზე, რომელიც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა, განიხილეს საქალაქო სატრანსპორტო მოდელების შემუშავება და განვითარება, ასევე ურბანული ტრანსპორტის განვითარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები.

 

 

ფორუმის მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა.

 

 

„თბილისის მერიას სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი და ძირითადი გამოწვევა აქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასაც გულისხმობს. ყოველდღიურად დედაქალაქში 512 ავტობუსი და  1800 მიკროავტობუსი მოძრაობს. ჩვენ გვაქვს მეტროს განვითარებული ქსელი, თუმცა, აღნიშნული მიმართულებით წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღის განმავლობაში გადაადგილებისას უპირატესობას, მაინც ავტომობილს ანიჭებს. იმისათვის, რომ ნელ-ნელა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო მეტად კომფორტული, ჩვენ დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ზრუნვა ავტოპარკის განახლებაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, სულ რამდენიმე დღეში თბილისს 10 ახალი, ევროპული და სრულად ადაპტირებული Man-ის ავტობუსი შეემატება. სულ რამდენიმე დღეში ახალ ავტობუსებს თბილისის ქუჩებში ვიხილავთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

როგორც ფორუმის ორგანიზატორმა, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობისთვის ტრანსპორტის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ.

 

 

თბილისის ფორუმზე მომხსენებლებს შორის იყვნენ ტრანსპორტის დარგის ევროპული კომპანიების სპეციალისტები.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი