გიორგი კვირიკაშვილმა გორში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
28-09-2016, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში განაგრძობს, - გორის რეაბილიტირებული #5 საჯარო სკოლა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან, აშშ-ის ელჩ იან კელისთან და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლისთან ერთად გახსნა.

 

 

სკოლის რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებული სკოლის გახსნა მიულოცა და, საქართველოსთვის განათლების სფეროში გაწეული განსაკუთრებული დახმარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა.

 

 

„განათლება არის საქართველოს მთავრობის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი. საქართველოს განათლების რეფორმა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მივესალმები, განსაკუთრებით ამ სფეროში აშშ-ის დახმარებას“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისას საგანმანათლებლო თანამშრომლობის პროგრამა Fulbright scholarship-ის ჩარჩოსა და მასშტაბების გაფართოვება გადაწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაორმაგდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ, განათლების მიღება აშშ-ში განაგრძონ.

 

 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გორის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ამ პროგრამაში აუცილებლად მოხვდებიან.

 

 

„ეს არის პროგრამები, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ისარგებლა. მათ შორის მე მხვდა წილად ბედნიერება, მიმეღო განათლება აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, რამაც შეცვალა ჩემი ცხოვრება და ამისთვის, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყანას. მომავალი თაობა არის საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ლამაზი სკოლის გახსნა აქ, ამ ადგილას, სადაც მშვიდობას განსაკუთრებული ფასი აქვს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 

 

2016 წელს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, პირველი სარეაბილიტაციო სეზონის შედეგად, 12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც, 3 500-ზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო გაუმჯობესდა.

 

 

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი