გრიგორი კარასინი: დადგება ის მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს
26-02-2015, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემი აზრით დადგება ის მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მეზობელ ქვეყნებად“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


„ვერ ვიტყვი, რომ ამის ნიშნები არის, მაგრამ საჭიროა ხედავდე პერსპექტივას, რადგან სხვა ყველაფერი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს პირდაპირი დიალოგის დაწყებას, ამიტომ ჩვენ 2008 წლის ოქტომბერში გავხდით ჟენევის დისკუსიების მონაწილენი. ეს ერთადერთი მოედანია, სადაც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პირისპირ საუბრობენ პრობლემებზე. დიალოგი აიგო და უკვე იქცა ტრადიციად, რომელსაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ“, თქვა კარასინმა.

 

 

რუსმა დიპლომატმა ამავე დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების პერსპექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ოპტიმიზმის საფუძვლები არსებობს.

 


„რაც შეეხება ჩვენი შეხვედრის ფორმატს. ბოლო წლებში, ერთობლივი ძალისხმევის წყალობით ორივე ქვეყანაში მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც ოპტიმიზმით განეწყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისადმი. ჩვენ შორს წავედით იმ კონფრონტაციისგან, რომელსაც ბატონი სააკაშვილი ქადაგებდა და მივედით დასკვნამდე, რომ რთულ პირობებშიც კი უნდა შევძლოთ ურთიერთობების, თანამშრომლობის გაღრმავება“, დასძინა გრიგორი კარასინმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი