საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ნოდარ ხადურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წარმატებულად გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს, მათ შორის, პარტნიორობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტრანსპორტის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარების პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.