გიორგი რუხაძე: ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია თავის ამოცანას, მან გაანადგურა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი
28-09-2016, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას ეს არის, რომ ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია, ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი“,-განაცხადა მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა გიორგი რუხაძემ.

 

 

მისი თქმით, ამ გაერთიანებას უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ აქვს და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისას მიაღწია.

 

 

„დღეს დასტურდება, მან ვერ მიიღო ის თანხა, რომელსაც ელოდა, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ „გირჩის“ წარმომადგენლები სიიდან ამოყაროს. თუ ეს ადამიანები სიაში ჩასვა საკუთარი პროფესიონალიზმის გამო, მაშინ რაღატო ყრის ამ ხალხს ბურჭულაძე სიიდან?! მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბურჭულაძემ ვერ მოახერხა ვერც პარტიის და ვერც კოალიციის მართვა. რატომ უნდა ანდოს საზოგადოებამ ქვეყანა სამართავად?! რეალურად ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ ბურჭულაძე არ არის სანდო პარტნიორი. ის არ იყო სანდო პარტნიორი საკუთარი გუნდისთვის, არ იყო კოალიციური პარტნიორებისათვის და მე ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისთვის.

 

 

შეიძლება, ერთი თვის წინ ამ გაერთიანებას რაღაც პერსპექტივა ჰქონოდა, თუმცა დღეს ასე აღარაა. მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ „გირჩმა“ თანხების ჩადება გადაიფიქრა. ორი კვირის წინ, პარტიიდან წამოსვლისას ვთქვი, რომ აქ იყო ბიძინა ივანიშვილის ხელი, მან გაანადგურა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. ის დღეს აღარ არის პოლიტიკოსი. ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია თავის ამოცანას. ჯიბიდან შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ფულს არ იღებს და არ აძლევს „გირჩს“, მაგრამ ის რომ „გირჩიც“ და ვაშაძეც ივანიშვილის ხელდასმით ფინანსდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.საზოგადოებამ უნდა იცოდეს,რომ მან ხმა არ უნდა მისცეს პოლიტიკურ კორუფციას”, - განაცხადა რუხაძემ.

 

 

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, „გირჩმა“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თუმცა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ „გირჩი“ სიიდან თავად ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და არც ბიძინა ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.      

         

 

გიორგი ვაშაძის მოძრაობა „ახალი საქართველო“ საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რჩება. ამ გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ვაშაძემ და პაატა ბურჭულაძემ დღეს, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. ბრიფინგამდე ვაშაძესა და ბურჭულაძეს შორის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში კონსულტაციებიც გაიმართა.        

 

 

ბლოკში რჩება „ახალი მემარჯვენეებიც“. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით,  არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.     

     

 

„გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გაერთიანდნენ. მოგვიანებით კი, 4 სექტემბერს, ბლოკს პარტია „რეფორმატორებიც“ შეუერთდა.                

 

 

აღნიშნული პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია ასეულობით წევრმა დატოვა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი