"დემოკრატი" კანდიდატი ჰილარი კლინტონი "რესპუბლიკელებისაგან" ოფიციალურ მხარდაჭერას იღებს
28-09-2016, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პირველი საპრეზიდენტო დებატებიდან ორის დღის შემდეგ დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთი ოფიციალური მხარდაჭერა მიიღო წამყვანი რესპუბლიკელისაგან. ამის შესახებ BBC წერს.

 


ოთხშაბათს მან ოფიციალური მხარდაჭერა ვირჯინიის ხუთგზის სენატორის, ჯონ უორნერისაგან მიიღო, რომელიც სამხედროებს შორის გავლენით სარგებლობს. მის მიმართ ასევე მხარდაჭერა გამოხატა არიზონას რესპუბლიკურმა გაზეთმა - პირველი შემთხვევა, რაც 1890 წელს დაფუძნებულმა გამოცემამ დემოკრატ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

 

 

ამასობაში რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათის დებატებმა მის კამპანიაში რეკორდული თანხის მობილიზება მოიტანა.

 


სამშაბათ ღამით მელბურნში, ფლორიდა, საარჩევნო კამპმანიის წარმართვისას ტრამპმა თქვა, რომ დებატებიდან ერთი დღის მანძილზე მისმა საარჩევნო კამპანიამ 18 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო.

 


ტრამპის კამპანია გეგმავს არჩევნებამდე გაზარდოს სარეკლამო ხარჯები და გავრცელებული ცნობით განიხილავს თხოვნის წინადადებას კანდიდატისადმი, გააკეთოს ყველაზე დიდი პირადი ფინანსური შემოწირულობა, რაც კი დღემდე გაუღია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი