ზურაბ ჯაფარიძე: ბურჭულაძე სიაში „გირჩის“ წევრების დატოვების სანაცვლოდ 4 მილიონ ლარს ითხოვდა
28-09-2016, 23:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი პოლიტიკური პლატფორმის „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე მისგან ბლოკის საარჩევნო სიაში „გირჩის“ წევრების დატოვების სანაცვლოდ 4 მილიონ ლარს ითხოვდა, შეხვედრას კი 30-მდე ადამიანი ესწრებოდა. ამის შესახებ მან გადაცემა 2030-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძის ბლოკი მისი ლიდერის მხრიდან "ულტიმატუმის" წამოყენების გამო თავად დატოვეს და "არავის არსად არ გავუშვივართ".

 


“ეს ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რომელიც იქვე, ადგილზე მივიღე. ბურჭულაძემ კონკრეტული ულტიმატუმი წამიყენა. ერთ საათში რაღაც პრობლემა უნდა მომეგვარებინა, რომელიც როგორც მერე გაირკვა, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. თუ ვერ მოვაგვარებდი, ის აპირებდა, სიიდან კონკრეტული ადამიანები ამოეღო. ბურჭულაძე სიაში „გირჩის“ წევრების დატოვების სანაცვლოდ 4 მილიონ ლარს ითხოვდა. ამ შეხვედრას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა”, - განაცხადა ჯაფარიძემ და გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული თანხა პაატა ბურჭულაძეს არა ბლოკისთვის, არამედ მისი პირადი მოხმარებისთვის უნდოდა.

 


"ამ ბლოკს ქვეყნის მასშტაბით ათი ათასობით კოორდინატორი ჰყავს, რომლებსაც ხელფასებს არ აძლევენ. ჟარგონზე რომ ვთქვათ, ბურჭულაძე ფულს თავს მოუყრის, ჯიბეში ჩაიდებს, კოორდინატორებს გადააგდებს და წავა. არჩევნების შემდეგ ბურჭულაძე ქართული პოლიტიკიდან გაქრება და შესაძლოა, ფულთან ერთად ქვეყნიდანაც გაქრეს”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი