2008 წლის შემდეგ პირველად, OPEC -ი დათანხმდა ნავთობის წარმოების შემცირებას, რამაც ნედლ ნავთობზე ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. აღნიშნულ შეთანხმებამდე ნავთობის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები ოთხშაბათს ალჟირში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მივიდნენ. ახალი ამბის გავრცელებისთანავე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა თითქმის 6%–ით მოიმატა და მისმა ღირებულებამ 49 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
"OPEC–მა დღეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო... ორწელიწადნახევრის შემდეგ OPEC–მა მიაღწია შეთანხმებას მართოს ბაზარი", – განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანეჰმა, რომელიც წინა შეხევდრების დროს საუდის არაბეთის მიმართ მწვავე კრიტიკას გამოხატავდა. ირანსა და მის რეგიონულ მეტოქეს, საუდის არაბეთს შორის არსებული უთანხმოებები ამგვარი შეთანხმების უფრო ადრე მიღწევის შემაფერხებელი ფაქტორი იყო.

ნავთობის მინისტრებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების სრული დეტალები საბოლოოდ ნოემბერში, OPEC–ის ფორმალურ შეხვედრაზე შეჯერდება.
ნავთობის წარმოება დღეში დაახლოებით 700 000 ბარელით შემცირდება, თუმცა ეს არ მოხდება თანაბრად OPEC–ის წევრ ქვეყნებში. ირანს, მაგალითად ნებას რთავენ გაზარდოს პროდუქცია, ხოლო OPEC–ის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს ნოემბერში გაეგზავნება მიწვევა შეუერთდეს წარმოების შემცირებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.