გიორგი კვირიკაშვილი: 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევაში, 2011-12 წლების მონაცემებთან შედარებით, ჩვენი შედეგი 29%-ით არის გაუმჯობესებული
29-09-2016, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოქვეყნებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევაში საქართველოს პოზიციის 7 ერთეულით გაუმჯობესებას მიესალმება.

 


მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური კრიტერიუმების მიხედვით არის გაუმჯობესებული და ეს წინსვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო-საინვესტიციო იმიჯისთვის და მეწარმეებისთვის.

 


„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგებით, ჩვენ 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზე ვართ. აღნიშნული ინდექსი წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით არის გაუმჯობესებული. 2015-16 წლების ანგარიშით ჩვენ ვიყავით 66-ე ადგილზე, 2011-12 წლების მონაცემებთან შედარებით, როდესაც საქართველო 88-ე ადგილზე იყო, ჩვენი შედეგი 29%-ით არის გაუმჯობესებული. ეს არის ინდექსი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და მისასალმებელია, რომ აქ არის ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი. ჩვენ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, როგორიცაა რუმინეთი, უნგრეთი, ხორვატია, უკრაინა და სხვა. ამ კვლევის თანახმად ჩვენი პოზიციები არის გაუმჯობესებული ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური და ბიზნესკომპონენტები - ეს არის მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი დახმარება, საქონლის ბაზრის ეფექტურობა, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზაობა, ბიზნესის დივერსიფიკაცია და ინოვაცია“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი