პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მეჭიაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს", - წერს მეჭიაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მისივე განმარტებით, მათი პარტია საგარეო კურსთან დაკავშირებული განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს თანადგომას უცხადებს.
"ამასთან, მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, ჩვენი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს და მზადაა დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას. ასევე, არ დაგავიწყდეთ 7-იანის შემოხაზვა, მ,შ, ოცნების წევრებსაც", - წერს მეჭიაური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.