საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან
29-09-2016, 01:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან. საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პირველად მოხდება საპარტნიორო ფონდის მიერ ინვესტირება საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ კანადური საინვესტიციო ფონდის “გაზელ ფონდის” (Gazelle Fund) პარტნიორი ხდება.

 


„Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი არის რეგიონული ხასიათის, რომელმაც ცენტრალურ ადგილად აირჩია საქართველო და ფონდის კაპიტალის 60% საქართველოში დაიხარჯება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საერთაშორისო ფონდმა Gazelle Fund-მა ფუნქციონირების ადგილად საქართველო აირჩია და მას ექნება რეგიონული დანიშნულება. ასევე, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი ასევე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შემოდის ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი Schulze Global Investements (USA) და ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული საინვესტიციო ფონდები, რაც ქართულ საინვესტიციო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

 


„Schulze Global Investements-ს აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოპერაციები. მათი ძირითადი ოფისი მდებარეობს სინგაპურში. ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო საფინანსო ფონდი, რომელიც შემოდის საქართველოში „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად. ისინი გეგმავენ საქართველოში ინვესტირებას. უახლოეს მომავალში საპარტნიორო ფონდი ასევე გეგმავს დამატებით ორი მსხვილი ინვესტორის მოზიდვას, ესენი არიან: ამერიკული ფონდი Maclellan Foundation და ცნობილი ფრანგი ინვესტორი Dominique Romano, რომლებიც ჯამურად ფონდის წინაშე აიღებენ 10,000,000 აშშ დოლარის ინვესტირების ვალდებულებას,“ - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი